2023 წლის 16-20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „Patterns of Migration – Present and Past“, რომელიც ასევე მოიცავდა სხვადასხვა ვორქშოფებსა და კულტურულ აქტივობებს 2023 წლის 16-25 სექტემბერს. აღნიშნული კონფერენცია იყო კვლევითი პროექტის ნაწილი “გერმანელების გლობალური ურთიერთობები საქართველოში (1817-1941)” (“Global Entanglements of the Germans in Georgia (1817-1941)”), რომელიც დაფინანსებულია BKM-ის (Die Beauftragte der Bundesregierung für Kultur und Medien) და ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზიგენის უნივერსიტეტის (ზიგენი, გერმანია) მიერ.

კონფერენციის მიზანი იყო მიგრაციის პროცესების ანალიზი აწმყოსა და წარსულში, თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა საარქივო წყაროების კვლევაში და ციფრული კვლევითი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტების ჩვენება. კონფერენციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუმრებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს და განიხილეს მიგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში. ძირითადი პერსპექტივა კონცენტრირებული იყო გერმანელების კოლონიზაციაზე საქართველოში და მის გავლენაზე ადგილობრივ თემზე. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სამი მნიშვნელოვანი გერმანული დასახლება საქართველოში: ბოლნისი (კატარინენფელდი), ასურეთი (ელიზაბეტთალი) და სართიჭალა (მარიენფელდი).

 

მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

 

მომხსენებელთა ნაწილი ასევე იყო საქართველოში ეროვნული არქივის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. მათი თემები ეხებოდა: